01
ხარისხი
ბუნებრივი და ენერგოეფექტური მასალები, პრემიუმ ხარისხის Ytong-ის ბლოკი და Kone-ს ბრენდის ლიფტები.
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი - ლისის ტბიდან 1 წუთში
ბედნიერება კარს მიღმა
პროექტის შესახებ
LISI AISI ლიდერ დეველოპმენტის რიგით მე-9 პროექტია, რომელიც ლისის ტბიდან 1 წუთის სავალზე შენდება. ბუტიკური სტილის კომპლექსი აერთიანებს 3 დაბალსართულიან ბლოკსა და 224 ბინას, საიდანაც ქალაქისა და ლისის ტბის გამორჩეული პანორამული ხედები იშლება.
პროექტი მოიცავს 6000 კვ.მ გამწვანებულ რეკრეაციულ სივრცეს, 181-ადგილიან მიწისქვეშა პარკინგსა და მშენებლობის პროცესში გამოიყენება მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური მასალები.
პროექტის დასრულება დაგეგმილია 2028 წლის ბოლოს. ბინები კი ბარდება თეთრი კარკასის კონდიციით.

ყოველდღიურობა LISI AISI-ში
დილის ყავა ლისის ტბის პანორამული ხედებით, სინათლით სავსე, ფართო სივრცეები და მშვიდი საღამოები, ქალაქის შთამბეჭდავი ჰორიზონტის ფონზე.

LISI AISI ლისის ტბიდან მანქანით სულ რაღაც 1 წუთის, ფეხით კი 5 წუთის სავალზე მდებარეობს. ბუნებასთან სიახლოვე, ქალაქისა და ტბის პანორამული ხედები და გამორჩეული ადგილმდებარეობა ქმნის გარემოს, რომელიც პროექტს გამორჩეულ საცხოვრებელ სივრცედ აქცევს.

LISI AISI აერთიანებს გამორჩეულ ლოკაციას, თანამედროვე არქიტექტურასა და ცხოვრების მაღალ ხარისხს. პროექტის მთავარი უპირატესობებია ლისის ტბასთან სიახლოვე, ქალაქისა და ტბის 360°-იანი პანორამული ხედები, დაბალსართულიანი განაშენიანება, ფართო აივნები, მაღალი ჭერი და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები, ასევე, მშენებლობის პროცესში გამოიყენება პრემიუმ ხარისხის Ytong-ის ბლოკი, კომპლექსს კი მოემსახურება Kone-ის ბრენდის ლიფტი.
დამატებით, თითოეულ ბლოკს ექნება დამოუკიდებელი ლობი და კომპლექსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე მიწისქვეშა პარკინგით.

LISI AISI-ის ტერიტორიაზე მოეწყობა 6000 კვ.მ ფართობის გამწვანებული სარეკრეაციო სივრცე, რომელიც მაცხოვრებლებს დასვენებისა და განტვირთვისთვის სასიამოვნო და ჯანსაღ გარემოს შესთავაზებს.

პროექტში გათვალისწინებულია 181-ადგილიანი თანამედროვე მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც განკუთვნილია პროექტის მაცხოვრებლებისთვის.

პროექტის დასრულება დაგეგმილია 2028 წლის ბოლოს. ბინები მფლობელებს გადაეცემათ თეთრი კარკასის კონდიციით.
პროექტის სტრუქტურა
LISI AISI აერთიანებს 3 ხუთსართულიან ბლოკს, რომელთაგან თითოეული მოიცავს ერთ მიწისქვეშა ავტოსადგომის სართულსა და ხუთ საცხოვრებელ სართულს.

პროექტები
01
ბუნებრივი და ენერგოეფექტური მასალები, პრემიუმ ხარისხის Ytong-ის ბლოკი და Kone-ს ბრენდის ლიფტები.
02
ბუტიკური სტილის, დაბალი განაშენიანების კომპლექსი 6000 კვ.მ გამწვანებული სარეკრეაციო სივრცით.
03
სამივე შენობას — დამოუკიდებელი ლობი; მიწისქვეშა, თანამედროვე პარკინგი 181 ავტოსადგომით.
04
ლისის ტბამდე მანქანით 1 წუთი, ფეხით — 5 წუთი. 360-გრადუსიანი ხედები ტბასა და ქალაქზე.
აირჩიეთ სასურველი ბინა
აღმოაჩინე მეტი
აირჩიეთ სასურველი ბინა